Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა აზერბაიჯანს პროტესტი გამოუცხადა რამილ საფაროვის შეწყალების გამო


გუშინ უნგრეთმა ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა აზერბაიჯანის ელჩს ამ ქვეყნის მიერ ოფიცერ რამილ საფაროვის შეწყალების გამო. საფაროვს უნგრეთში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და რამდენიმე დღის წინ მისი ექსტრადიცია მოხდა სამშობლოში. უნგრეთის ხელისუფლებამ საფაროვის შეწყალებას ”მიუღებელი” უწოდა. რამილ საფაროვი 2004 წელს დააპატიმრეს სომეხი ოფიცრის, გურგენ მარკარიანის მკვლელობის ბრალდებით. საფაროვი და მარკარიანი მონაწილეობას ირებდნენ ნატოს ორგანიზებულ კურსებზე ”პარტნიორობა მშვიდობის სახელით”.
XS
SM
MD
LG