Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკიტანში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმის საქმეს გამოიძიებენ


პაკისტანში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ამერიკის ორი მოქალაქე, რომლებიც პეშავარში, აშშ-ის საკონსულოში მუშაობენ, დაშავდნენ მათზე თავდასხმის, მათი მანქანის აფეთქების დროს. განცხადებაში წერია, რომ თავდასხმისას დაშავდა ასევე ორი პაკისტანელი, რომლებიც საკონსულოში მუშაობენ. ვარაუდობენ, რომ მომხდარი ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ მიმართული ტერორისიტული აქტია. ცნობით, აფეთქებისას დაშავდა ასევე სხვა 19 ადამიანი. თავდასხმა მოხდა პეშავარის მკაცრად დაცულ რაიონში, სადაც უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლობები, მათ შორის გაეროს ოფისი და აშშ-ის საელჩოა განთავსებული. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის ითანამშრომლოს პაკისტანის ხელისუფლებთან თავდასხმის გამოძიების და მისი ორგანიზატორების გასამართლების მიზნით.
XS
SM
MD
LG