Accessibility links

logo-print

შსს-მ დაადასტურა, რომ ლოპოტის სპეცოპერაციისას მოკლულთა შორის საქართველოს ორი მოქალაქე იყო


საქართველოს შსს-მ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთთან საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს მდებარე ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს ორი მოქალაქე იყო. ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება სამინისტრომ საზოგადოების მაღალი ინტერესით ახსნა. მისი განცხადებით, გვამების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან შვიდის ვინაობის დაზუსტება. შსს-ს ინფორმაციით, ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, დანარჩენი 5 კი - რუსეთის ფედერაციისა. კერძოდ, ჩეჩნეთის ქალაქ გროზნოსა და ვედენოში დაბადებული ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, სალამ ზაურბეკოვი, მუსა ადუევი და დუკვახა დოშუევი და ინგუშეთში დაბადებული ჯაბრაილ ხაშიევი. ცნობები იმის შესახებ, რომ სპეცოოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის პანკისის ხეობის მცხოვრებნი იყვნენ, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, 1 სექტემბერს გაავრცელეს რამდენიმე მედიასაშუალებამ და კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, რომლებმაც კონკრეტული გვარებიც დაასახელეს. ამასთან, 1 სექტემბერს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე და მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ 11 ლიკვიდირებული პირიდან არცერთი არ იყო საქართველოს მოქალაქე.
XS
SM
MD
LG