Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა არ დაიძაბება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა არ დაიძაბება. მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ჩრდილოკავკასიელი ხალხის მიმართ გახსნილი პოლიტიკა აქვს და მაქსიმალურად ცდილობს ურთიერთობის გაღრმავებას. "არა მგონია, რომ აქ რაიმე განსაკუთრებულ პოლიტიკურ დაძაბულობას უნდა ველოდეთ, პირიქით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკაა" - განაცხადა კალანდაძემ სამინისტროში 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
XS
SM
MD
LG