Accessibility links

logo-print

6 სექტემბერს საქართველოში ჩამოვლენ ნატოს გენერალური მდივანი, რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯო ლიბერმანი


6 სექტემბერს საქართველოში ჩამოვლენ ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯო ლიბერმანი. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ უცხოელი პოლიტიკოსები მონაწილეობას მიიღებენ ამბასადორიალში, რომელიც 5-7 სეტქემბერს გაიმართება. კალანდაძის განმარტებით, ანდერს ფოგ რასმუსენი ელჩებს სპეციალური სტუმრის სტატუსით მიმართავს. მინისტრის მოადგილის ცნობითვე, სენატორები მაკკეინი და ლიბერმანი საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობოს წევრებს შეხვდებიან. ამავე ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ უარყო ქართული პრესით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას გეგმავს.
XS
SM
MD
LG