Accessibility links

logo-print

„პუსი რაიოტის“ ადვოკატები: ჯგუფის წევრები საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდიან


პანკ-როკ ჯგუფის, „პუსი რიოტის“ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჯგუფის საპატიმროში მყოფი წევრები არ მოიხდიან საჯაროდ ბოდიშს ვლადიმირ პუტინის შეურაცხმყოფელი, ეკლესიაში მოწყობილი მათი პერფორმანსისთვის. ასეთი შესაძლებლობის, ბოდიშის საჯაროდ, ტელევიზიის გზით, მოხდის ინციატივით გამოვიდა რუსეთის სახელმწიფო „პირველი არხის“ გადაცემა „ადამიანი და კანონი.“ სამაგიეროდ ტელევიზია, მენეჯმენტის აზრით, შეეცდებოდა სასჯელის ვადის, ორი წლის, შემცირებისთვის ბრძოლას. ადვოკატ ნიკოლაი პოლოზოვის თქმით, „პუსი რაიოტი“ არ იღებს ამ შეთავაზებას და აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. „პუსი რაიოტის“ სამი წევრი გაასამართლეს „რელიგიურ სიძულვილზე დაფუძნებული ხულიგნობის“ ბრალდებით, რადგან მათ მოსკოვის ეკლესიაში პერფორმანსი მოაწყვეს.
XS
SM
MD
LG