Accessibility links

logo-print

სირიაში 20-მდე ადამიანი დაიღუპა საჰაერო თავდასხმის შედეგად


სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების ცნობით, სირიის მთავრობის საბრძოლო თვითმფრინავებმა ორშაბათს დაბომბეს შენობა ქალაქ ალ-ბაბში, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში, ალეპოს პროვინციაში მდებარეობს. იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 18 ადამიანი. ალ-ბაბს სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის“ ცნობით, დაღუპულებს შორის რამდენიმე ბავშვიც არის. „ობსერვატორია“ იუწყება ასევე, რომ მსხვერპლი მოჰყვა დამასკის გარეუბანში დღეს დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას. ცნობებში ნათქვამი არ არის, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ან დაიჭრა. სირიის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო "სანამ" „ტერორისტულ ჯგუფს“ დააკისრა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG