Accessibility links

logo-print

ძლიერდება კრიტიკა აზერბაიჯანელი მსჯავრდებულის შეწყალების გამო


მსოფლიოში ძლიერდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიმართ კრიტიკა სომეხი სამხედრო პირის მკვლელობისათვის მსჯავრდებული აზერბაიჯანელის, რამილ საფაროვის შეწყალების გამო. საფაროვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ბუდაპეშტის სასამართლომ მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ 2004 წელს მოკლა გურგენ მარგარიანი ბუდაპეშტში ნატოს "სამშვიდობო პარტნიორობის" პროგრამაში მონაწილეობისას. ევროკავშირი, ეუთოს მინსკის ჯგუფი, შეერთებული შტატები, რუსეთი და უნგრეთი შეშფოთებასა და იმედგაცრუებას გამოთქვამენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალების შემდეგ. უნგრეთის განცხადებით, მან საფაროვი 31 აგვისტოს გადასცა აზერბაიჯანს, რომლისგანაც მიიღო დაპირება, რომ მსჯავრდებულს თავის ტერიტორიაზე მოახდევინებდა სასჯელს. მაგრამ პრეზიდენტმა ალიევმა შეიწყალა ბაქოში დაბრუნებული საფაროვი. სომხეთმა ოფიციალურად გააპროტესტა მომხდარი და შეაჩერა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG