Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კომერსანტი": ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებულთა შორის ზაკაევის ყოფილი პირადი მცველიც არის


რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებულ 11 დივერსანტს შორის ერთ-ერთი ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერის ახმედ ზაკაევის ყოფილი პირადი მცველი“ 44 წლის დოკარ დუშუევია. იგი რუსეთის მიერ ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებული პირველი ომის მონაწილეა; 1996 წლიდან გროზნოში, კულტურის სამინიტროს შენობის დაცვის უფროსად მუშაობდა, ხოლო 2002 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა. შემდეგ დუშუევი რუსეთის ფედერალურმა ძალებმა დააკავეს, მაგრამ მალევე ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ზაკაევის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში, რომლითაც ზაკაევს ადამიანთა მოტაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა ბრლად, იგი მოწმის სახით, ბრალდების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. თუმცა მოგვიანებით დუშუევმა განაცხადა, რომ ზაკაევის წინააღმდეგ ჩვენებები რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად მისცა.
XS
SM
MD
LG