Accessibility links

„ლუფტჰანზის“ თანამშრომლები რვასაათიან გაფიცვას აწყობენ


დღეს ბერლინში რვასაათიან გაფიცვას აწყობენ გერმანიის ავიაკომპანია „ლუფტჰანზის“ თანამშრომლები. ის, რომ გაფიცვაში მონაწილეობენ იმ თვითმფრინავების ეკიპაჟები, რომლებიც ბერლინიდან უნდა გაფრინდნენ, პროფკავშირმა მხოლოდ ორშაბათს, საღამოს 11 საათისათვის გამოაცხადა, რათა დამსაქმებელს ვერ მოესწრო გაფიცული თანამშრომლების ჩანაცვლება. აღნიშნულმა ტაქტიკამ უკვე მოუტანა წარმატება პროფკავშირს გასულ პარასკევს, როცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ აეროპორტში, მაინის ფრანკფურტში, რვასაათიანი გაფიცვის შედეგად ფრენების ნახევარზე მეტი გადაიდო. პროფკავშირები ავიაკომპანიისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG