Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: აგვისტოში სირიიდან გაიქცა 100 ათასამდე ადამიანი


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, სირიაში შეტაკებების გამო აგვისტოში 100 000-მდე ადამიანი გაიქცა მეზობელ ქვეყნებში. სააგენტოს პრესმდივნის განცხადებით, ეს არის ლტოლვილების ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წლის მარტში დაიწყო ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ვარაუდით, სირიიდან ლტოლვილების რიცხვი სულ 235 000-ს შეადგენს. იუწყებიან ასევე, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი პეტერ მაურერი დღეს დამასკში შეხვდა სირიის პრეზიდენტს. როგორც ჟენევაში განაცხადა წითელი ჯვრის პრესმდივანმა, ჰიჩამ ჰასანმა: „შეხვედრა ძირითადად ეხებოდა დაპირისპირებების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს - საკითხებს, როგორიცაა სამედიცინო მომსახურების, სურსათის მიღების აუცილებლობასა და სხვა საბაზისო საჭიროებებს, რომლებზე მოთხოვნაც ბოლო დღეებში გაიზარდა განუწყვეტელი ბრძოლების გამო“, განაცხადა ჰასანმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" საუბარში.
XS
SM
MD
LG