Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: ავღანეთში თავდასხმები ვერ დააჩქარებს ჯარების გაყვანას


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო არ გავა ავღანეთიდან დაგეგმილ ვადაზე, 2014 წლის მიწურულზე უფრო ადრე იმ მიზეზით, რომ ბოლოხანს გახშირდა უცხოელ სამხედროებზე ავღანელი ჯარისკაცების თავდასხმის შემთხვევები. „არ დაგავიწყდეთ, რომ თალიბანს არ შესწევს უნარი, სამხედრო ძალით მოიპოვოს გამარჯვება, მაგრამ ცდილობს პიარის გაძლიერებას უცხოელ ჯარისკაცებსა და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის ნდობის შერყევით. ამდენად, ცხადია, არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ თალიბანი შეეცდება ავღანეთის უშიშრობის ძალებში შეღწევას. მაგრამ კიდევ ერთხელ - ისინი ვერ ჩაშლიან ჩვენს სტრატეგიას“, განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას. ავღანეთში წელს, სულ ცოტა, 45 უცხოელი ჯარისკაცი იქნა მოკლული ავღანელი ჯარისკაცების მიერ.
XS
SM
MD
LG