Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო საჭიროდ მიიჩნევს ზომებს სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად


გაეროს სურსათის სამმა სააგენტომ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოითხოვს ზომებს მარცვლეულისა და სოიოს გაძვირების ტენდენციის შესაჩერებლად და სურსათის ნაკლებობით გამოწვეული ფართომასშტაბიანი კრიზისის თავიდან ასაცილებლად. გაეროს სააგენტოები, მათ შორის მსოფლიო სასურსათო პროგრამა, დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ სურსათის მკვეთრი გაძვირება ცხოვრების პირობების კიდევ უფრო გაუარესების საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს. გვალვამ შეერთებულ შტატებში, რომელიც სიმინდის, სოიოს მარცვლის და ხორბლის უდიდესი ექსპორტიორია, გამოიწვია ფასების სარეკორდო მაჩვენებლებამდე გაზრდა. ეს გარემოება უკავშირდება საფრთხეს, რომ გამეორდება სურსათის ნაკლებობით გამოწვეული კრიზისი, რომელიც 2007-2008 წლებში აღირიცხა. გაეროს სააგენტოები ღარიბ ქვეყნებს მოუწოდებენ, მეტი დახმარება გაუწიონ გლეხებს, სურსათი მიაწოდონ დედებსა და მცირეწლოვან ბავშვებს.
XS
SM
MD
LG