Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში დასავლეთ ნილოსის ვირუსმა ერთი ქალი იმსხვერპლა


სერბიაში გავრცელებულმა, ეგრეთწოდებულმა დასავლეთ ნილოსის ვირუსმა ერთი ხანში შესული ქალი იმსხვერპლა. რიცხვი ადამიანებისა, რომლებსაც ეს ვირუსი შეეყარათ და საავადმყოფოში მოხვდნენ, 23-ია. კიდევ 20 ადამიანი ანალიზის პასუხს ელოდება. ვირუსი 1937 წელს, უგანდაში აღმოაჩინეს. მისი მკურნალობის მეთოდი არაა ცნობილი, მატარებლების 80 პროცენტს, შეიძლება სიმპტომები არ გამოაჩნდეს. ვირუსის მატარებლები ფრინველები არიან და ის მწერების გზით ადამიანებზე ვრცელდება.
XS
SM
MD
LG