Accessibility links

logo-print

შსს არ ადასტურებს ლოპოტის ხეობაში დამატებითი სამართალდამცავების შეყვანას


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს სოფელ ლაფანყურსა და ლოპოტის ხეობაში წუხელ სამართალდამცავების დამატებითი ძალები შევიდა. "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ხეობაში ახალი არაფერი ხდება და რომ მას შემდეგ, რაც დევნის ოპერაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ლოპოტას ხეობაში სიტუაციაზე კონტროლს ადგილობრივი პოლიცია ახორციელებს. მანამდე ”კახეთის საინფორმაციო ცენტრმა”, ადგილობრივი მცხოვრების მონათხრობი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ხეობაში სპეცრაზმელებით სავსე 8 დიდი მანქანა, 15-ზე მეტი პოლიციის პიკაპი და 4 ვერტმფრენი შევიდა.
XS
SM
MD
LG