Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ჩამოვიდა


აშშ-ის ახალი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი საქართველოს გამთენიისას მეუღლესთან, მერი ჰარტნეტთან ერთად ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ. ახალ ელჩს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის საკითხის კოორდინაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს მიიღებენ. დიპლომატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა. რიჩარდ ნორლანდი, რომელიც 32 წელის დიპლომატიურ სამსახურშია, საქართველოში აშშ-ის მეშვიდე ელჩია.
XS
SM
MD
LG