Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: აშშ „იმედგაცრუებულია“ ჩინეთისა და რუსეთის პოზიციით


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები „იმედგაცრუებულია“ სირიის საკითხში ჩინეთისა და რუსეთის პოზიციით - მათი უარით, მხარი დაუჭირონ სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ გაეროს სანქციების გამკაცრებას, რასაც მოითხოვენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები. კლინტონმა ,იმედგაცრუება“ ახსენა ოთხშაბათს, პეკინში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს. მან ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, იან ძიეჩისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა ასევე, რომ დიპლომატები მსჯელობენ „დამატებით გზებზე“ სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოღების მისაღწევად. ხოლო იან ძიეჩის თქმით, პეკინი სრულ მხარდაჭერას უცხადებს სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, ლახდარ ბრაჰიმის საშუამავლო ძალისხმევას. ჩინეთსა და რუსეთს, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან, რამდენჯერმე აქვთ დაბლოკილი დასავლეთის მცდელობა, უფრო აქტიურ ზომები იქნეს მიღებული სირიაში დაპირისპირებისათვის ბოლოს მოსაღებად.
XS
SM
MD
LG