Accessibility links

logo-print

გერმანია პატივს მიაგებს მიუნხენის ოლიმპიადაზე ტერაქტის მსხვერპლის ხსოვნას


გერმანიაში დღეს პატივს მიაგებენ 40 წლის წინ, მიუნხენის ოლიმპიადაზე ისრაელის სპორტსმენების წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის მსხვერპლის ხსოვნას. მიუნხენის მახლობლად, ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად შეკრებილებს შორის არიან გერმანიისა და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები, ტერაქტს გადარჩენილები და დაღუპულთა ახლობლები. 1972 წლის 5 სექტემბერს პალესტინელების შეიარაღებულმა ჯგუფმა იერიში მიიტანა ისრაელი ოლიმპიელების გუნდზე, აიყვანა მძევლები და მოითხოვა ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება. იმავე დღეს გერმანელმა სამართალდამცავებმა მძევლების გამოსახსნელად ჩაატარეს წარუმატებელი ოპერაცია: დაიღუპა ისრაელის 11 მოქალაქე, ერთი გერმანელი პოლიციელი და ხუთი თავდამსხმელი. სისხლისღვრის მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა მიუნხენის თამაშების გაგრძელება იმის საჩვენებლად, რომ არ დაუშვებს ტერორისტების მიერ უდიდესი სპორტული ასპარეზობის ჩაშლას.
XS
SM
MD
LG