Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად


ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF) განცხადებით, მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ISAF-ის განცხადებაში არ არის მოყვანილი დაღუპულების ვინაობა და ნათქვამია, რომ იძიებენ ავარიის მიზეზებს. თალიბანი აცხადებს, რომ ექსტრემისტებმა ჩამოაგდეს ნატოს ორი ვერტმფრენი, თუმცა, ოფიციალური პირები არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG