Accessibility links

logo-print

ლარი კინგი ტელეკომპანია მე-9 არხის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა


ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი ტელეკომპანია მე-9 არხის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა. 5-წევრიან საბჭოში ლარი კინგის გარდა არიან საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი ლეს გელბი, ყოფილი კონგრესმენი ლი ჰამილტონი, ფრანგი ჟურნალისტი რობერ მენარი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი. "მე-9 არხი ეყრდნობა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რათა მათ უზრუნველყონ და დაიცვან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა, დაეხმარონ ტელეკომპანიას, გაამყაროს საქართველოში პრესის თავისუფლება და დაიცვას დამოუკიდებელი აზრის გამოხატვის უფლება"- განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა. დღესვე მე-9 არხმა გაავრცელა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრის განცხადებები. "მეამაყება, რომ მე-9 არხის მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი. როგორც ჟურნალისტისა და მედიაკომენტატორისთვის, ჟურნალისტთა უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს მასშტაბით ჩემი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მე-9 არხი, როგორც ნებისმიერი სხვა, ახალი, დამოუკიდებელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია, აწყდება უპრეცედენტო გამოწვევებს საქართველოს ხელისუფლებისგან, რაც ხელს უშლის მის მისიას ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაწყარო. მისი ახალგაზრდა და იდეალისტური პერსონალი იმსახურებს მხარდაჭერას იმ ამერიკელებისა და ევროპელების, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ"- ნათქვამია ლარი კინგის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG