Accessibility links

logo-print

შსს არ ადასტურებს ინფორმაციას კახეთში დამატებითი ძალების გაგზავნაზე


საქართველოს შსს არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლოპოტის ხეობასა და თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში გვიან ღამით გაიგზავნა სამართალდამცავთა დამატებითი ძალები. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ხეობაში ახალი არაფერი ხდება და მას შემდეგ, რაც ოპერაციის პირველი ეტაპი დასრულდა, სიტუაციას ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს. საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მდებარე ლოპოტის ხეობაში აგვისტოს ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა შს-თა და თავდაცვის სამინისტროების 3 თანამშრომელი. ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის 11 ლიკვიდირებული წევრიდან ამოცნობილია 7, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქე იყო, 5 კი რუსეთის ფედერაციისა ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან.
XS
SM
MD
LG