Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნების” ლიდერები შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ


კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერები შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს კარლ ბილდტს და რადოსლავ შიკორსკის შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოკლედ ისაუბრეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე, მინისტრები კი განსაკუთრებულად დაინტერესდნენ როგორი სტრატეგია აქვს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას ”ქართული ოცნებას,” რომელიც შესაძლოა, ხელისუფლებაში მოვიდეს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაში დახმარებისთვის და დაარწმუნა, რომ სწორედ ეს არის ”ქართული ოცნების” სტრატეგიაც, რომელსაც არ შეცვლის. კოალიციის ლიდერის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებენ და იმედი გამოთქვეს, რომ შეიქმნება ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნებით შეცვლის პრეცედენტი.
XS
SM
MD
LG