Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევამ ახალი პარტია დააარსა


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შარშან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დისკვალიფიცირებულმა გამარჯვებულმა, ალა ჯიოევამ ახალი პარტია გაატარა რეგისტრაციაში. ჯიოევას პარტიას „ოსეთი - თავისუფლების მოედანი“ ეწოდება. გასული წლის ბოლოს ჯიოევას მხარდამჭერები გამოსვლებს მართავდნენ დე-ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ამ გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა არჩევნები, რომლის წინასწარი შედეგებით გამარჯვებული ჯიოევა იყო. ჯიოევას აეკრძალა მონაწილეობის მიღება ხელახალ კენჭისყრაში, რომლის გამარჯვებულად კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ლეონიდ თიბილოვი დასახელდა.
XS
SM
MD
LG