Accessibility links

აშშ ერაყს მოუწოდებს, შეამოწმოს ირანის თვითმფრინავების ტვირთი


აშშ მოუწოდებს ერაყის ხელისუფლებას, განახორციელოს ირანის თვითმფრინავების ტვირთის ინსპექტირება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პატრიკ ვენტრელის განცხადებით, მოწოდება დაკავშირებულია საშიშროებასთან, რომ ირანი, შესაძლოა, იარაღით ამარაგებდეს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მომხრეებს. რამდენიმე ხნით ადრე, ბაღდადში ჩასულმა ამერიკელმა სენატორებმა, ჯო ლიბერმანმა, ლინდსი გრეჰემმა და ჯონ მაკკეინმა გააფრთხილეს ქვეყნის ხელისუფლება, რომ ერაყი საფრთხეს შეუქმნის შეერთებულ შტატებთან თავის ურთიერთობას, თუ არ დახურავს საჰაერო სივრცეს, რომელიც სირიაში იარაღის შესატანად შეიძლება იყოს გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით, ლიბერმანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ორ ქვეყანას შორის 2008 წელს გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების შემდგომი განხორციელების საკითხიც.
XS
SM
MD
LG