Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ კლინტონმა ოფიციალურად წამოაყენა ბარაკ ობამას კანდიდატურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში


ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში, დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო ყრილობაზე, აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა პარტიის სახელით ოფიციალურად წამოაყენა ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის ბარაკ ობამას კანდიდატურა ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კვლავ ჯო ბაიდენი იქნა დასახელებული. საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG