Accessibility links

logo-print

აშშ ლიბიას მოუწოდებს, ალ-სენუსის საქმეზე სამართლიანი სასამართლო პროცესი ჩაატაროს


აშშ და უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ლიბიას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესის გამართვა ლიბიის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსის აბდულ ალ-სენუსის საქმეზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პატრიკ ვენტრელის თქმით, ალ-სენუსი გასამართლებულ უნდა იქნეს საერთაშორისო ნორმების დაცვით. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ ტრიპოლის მოუწოდებს, ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რომელმაც შარშან ივნისში გასცა ლიბიის სპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების ორდერი. ალ-სენუსი ეჭვმიტანილია კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში. ის მიმდინარე წლის მარტში დააკავეს მავრიტანიაში, საზღვრის უკანონო გადაკვეთისას. საფრანგეთში აბდულ ალ-სენუსის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც მან 1989 წელს, ნიგერიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო საფრანგეთის ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი, რის შედეგადაც 170 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG