Accessibility links

logo-print

ამბასადორიალზე განიხილავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს


თბილისში გრძელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების ყოველწლიური შეკრება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს აცნობა, ამბასადორიალის დღევანდელი შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემატიკას. მინისტრის თქმით, შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ იმის თაობაზე, როგორ უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით ქართველმა დიპლომატებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დღის მეორე ნახევარში ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
XS
SM
MD
LG