Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს გავლენიანი ამერიკელი სენატორები სტუმრობენ


დღეს თბილისს ესტუმრება აშშ-ის სენატის დელეგაცია რესპუბლიკელი სენატორების ჯონ მაკკეინისა (არიზონის შტატი) და ლინდსი გრეჰემის (სამხრეთ კაროლინის შტატი), აგრეთვე, დამოუკიდებელი სენატორის ჯოზეფ ლიბერმანის (კონეკტიკუტის შტატი) შემადგენლობით. ვიზიტის ფარგლებში სენატორები შეხვდებიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, მონაწილეობას მიიღებენ თბილისში მიმდინარე ამბასადორიალში. დღესვე სენატორები პრესკონფერენციასაც გამართავენ.
XS
SM
MD
LG