Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ცენტრალური ბანკი ახალი ანტიკრიზისულ გეგმას ამზადებს


ევროზონის მზარდი კრიზისის შესაჩერებლად, მოელიან, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ახალ ზომებს გამოაცხადებს. ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ მზად არის ევროს გადასარჩენად ყველა ზომებს მიმართოს. ხუთშაბათს ცენტრალური ბანკის რეგულარულ ყოველთვიურ შეხვედრაზე დრაგი აპირებს გამოაცხადოს გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ევროზონის ქვეყნების იტალიისა და ესპანეთის სახელმწიფო ობლიგაციების შეძენას, რათა ამ ქვეყნებმა უფრო იოლად მოახერხონ სესხის აღება საფინანსო ბაზრებზე. ამასთან ბანკების მიერ ობლიგაციების შეძენის პროგრამას ევროკავშირში მკაცრი ოპონენტებიც ჰყავს, მათ შორის ბევრი გერმანელი პოლიტიკოსის სახით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რადგან ცენტრალურ ბანკი ბეჭდავს ფულს ქვეყნების სესხების შესაძენად, ეს ზომები პირდაპირ ფინანსურ დახმარებას უნდა შეესაბამებოდეს.
XS
SM
MD
LG