Accessibility links

logo-print

თურქეთში აფეთქების შედეგად 25 სამხედრო დაიღუპა


თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის დასავლეთში სამხედრო აღჭურვილობის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად. არმიის გენერალური შტაბის თანახმად აფეთქება 5 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა აფიონკარაჰისარის ბაზაზე, სადაც ხელყუმბარების საცავებია განლაგებული. ხელისუფლების წარმომადგენლები გამორიცხავენ ტერორისტულ თავდასხმას და აცხადებენ, რომ ინცინდენტი შესაძლებელია ხელყუმბარის გაუფრთხილებელ აფეთქებას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG