Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „მაგნიცკის სიას“ ადეკვატური ნაბიჯებით უპასუხებს


ქვეყნებს, რომლებმაც სერგეი მაგნიცკის საქმის გამო „შავი სია“ შეადგინეს, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება სურთ და მოსკოვი მათ ადეკვატური ზომებით უპასუხებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ეგრეთწოდებული „მაგნიცკის სია“ ამერიკელმა სენატორმა ბენჯამინ კარდინმა შეადგინა. იგი ითვალისწინებს სავიზო და საფინანსო შეზღუდვებს იმ რუსი მოხელეებისათვის, რომლებიც მოსკოვის საგამომძიებლო იზოლატორში რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიცკის სიკვდილის თანამონაწილეები არიან. ამასთან, ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში მოსკოვი და ვაშინგტონი შეძლებენ ანტისარაკეტო თავდაცვის პრობლემის მოგვარებას. ამასთან რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ობამას მეტოქე - რესპუბლიკელ მიტ რომნისთან თანამშრომლობისათვისაც მზად არის. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სირიაზე და განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, მაგრამ არა სისხლიანი. „უპირველეს ყოვლისა, უნდა შეჩერდეს იარაღის მიწოდება კონფლიქტის ზონაში. მაგრამ ეს გრძელდება. და ვიმეორებ: არ უნდა იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთ რომელიმე მხარეს თავს ახვევს ვითარების მისთვის მიუღებელ განვითარებას.“
XS
SM
MD
LG