Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იმატა თალიბი მეამბოხეების თავდასხმებმა


აშშ-ის სამხედრო ძალების სარდლის თქმით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების პირადი შემადგენლობის მხრიდან საერთაშორისო ძალებზე განხორციელებული თავდასხმების ერთი მეოთხედი ან უშუალოდ თალიბანის წევრების ან მათთან კავშირში მყოფი მეამბოხეების ნახელავია. ამის შესახებ ავღანეთში ნატოს ხელმძვანელობით მოქმედი კოალიციური ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა-ლეიტენანტმა ჯეიმს ტერიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. გენერლის თქმით ყველ თავდასხმის 25-26 პროცენტი კავშირშია მეამბოხეებთან. უფრო ზუსტად კი 10 პროცენტი პირდაპირ უკავშირდება მეამბოხეებს, თავდასხმების 15 პროცენტი კი ჩადენილია იმ პირების მიერ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან თალიბანთან კავშირში. უფრო ადრე ნატოს წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ მრავალი თავდასხმის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სტრესული და ცუდი პირადი ურთიერთობა ნატოს ჯარისკაცებსა და ავღანელ მოკავშირეებს შორის. მიმდინარე წელს ავღანელმა სამხედროებმა ნატოელ ჯარისკაცებს 30-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი და 45 კაცი, მეტწილად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მოკლეს.
XS
SM
MD
LG