Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინა მხარს უჭერს გაეროს რეზოლუციებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ


არგენტინა მხარს უჭერს გაეროს რეზოლუციებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - განაცხადა თბილისში მყოფმა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ექტორ ტიმერმანმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტიმერმანმა აღნიშნა, რომ ომი კონფლიქტის მოგვარების საშუალება არ არის. "ჩვენ უარს ვამბობთ ნებისმიერი სახის სამხედრო ქმედებებზე, რადგან დიალოგის შესაძლებლობა არსებობს და ის გამოყენებული უნდა იყოს" - აღნიშნა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, მთავარია კონფლიქტის მხარეთა დახმარება, რათა მათ დიალოგის დაწყება შეძლონ.
XS
SM
MD
LG