Accessibility links

თბილისში გაიხსნა გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონფერენცია "თბილისი+35"


თბილისში გაიხსნა გარემოსდაცვითი საერთაშორისო კონფერენცია "თბილისი+35." მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400 დელეგატი მონაწილეობს. გარემოს დაცვის მინისტრის გიორგი ზედგინიძის განცხადებით, 35 წლის შემდეგ გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე კონფერენცია, რომელსაც საფუძველი საქართველოს დედაქალაქში ჩაეყარა, კვლავ თბილისში ტარდება და სახელმძღვანელო კომუნიკეს მიღებით დასრულდება. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG