Accessibility links

logo-print

ამერიკელი სენატორები: საქართველო იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს


ამერიკის სენატის დელეგაცია, ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ მაკკეინმა აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს და დაეყრდნობა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს. "NDI-ს, IRI-ს და ეუთოს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებას ჩვენს შეხედულებებზე დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც არის საქართველოში", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა. იგი არ ფიქრობს, რომ საქართველო ოდესმე უკან დაბრუნდება, თუმცა სენატორმა მაკკეინმა გამოთქვა წუხილი, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა მის შედეგებზე დავა დაიწყოს. "მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება მის შედეგებზე დავა დაიწყოს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგები აღიარონ", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.
XS
SM
MD
LG