Accessibility links

logo-print

თურქეთის სანაპიროსთან 60-მდე მიგრანტი დაიხრჩო


თურქეთიდან გავრცელებული ცნობებით, 60-მდე ადამიანი დაიხრჩო ქვეყნის დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად. როგორც იუწყებიან, ნავში მყოფთაგან ბევრი იყო ერაყიდან და სირიიდან. გადარჩა ათობით ადამიანი. მათ შეძლეს, ნაპირამდე გაეცურათ ხუთშაბათს დილით ნავის ჩაძირვის შემდეგ. თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ორი ადამიანია დაკავებული ამ ინციდენტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG