Accessibility links

logo-print

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს


საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 21 საათზე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს ჩაატარებს ბელორუსიასთან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ საქართველოს რთულ ჯგუფში უწევს ასპარეზობა. "მოედანზე ბრძოლას ვაპირებთ და ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან. ძალიან გვინდა ბელორუსიასთან ისე დამთავრდეს შეხვედრა, რომ ჩვენით იამაყონ. ფეხბურთელები 100 პროცენტით დაიხარჯებიან და ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. იმედია, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ" - დასძინა ქეცბაიამ.
XS
SM
MD
LG