Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ჰაყანის ქსელი შავ სიაში შეჰყავს


გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პაკისტანში მოქმედი ჰაყანის ქსელი „შავ სიაში“ შეიყვანოს. გაზეთის ცნობით ამ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი პარასკევს გამოაცხადებს. ჰაყანის ქსელი ეჭვმიტანილია პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთიდან ავღანეთის საზღვრთან მდებარე ამერიკულ სამხედრო პატრულზე განხორციელებულ თავდასხმებში. ამ რეიდებს შორის არის ივნისში ქაბულის მახლობლად სასტუმროზე მომხდარი იერიში, რომელის დროსაც 18 კაცი დაიღუპა. ასევე აშშ-ის საელჩოზე ორგანიზებული ალყა. აქამდე აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტი მხოლოდ ჰაყანის ქსელის რამდენიმე წევრს მიიჩნევდა ტერორისტებად და ეწინააღმდეგობდა მთლიანად ორგანიზაციის შავ სიაში შეყვანას, რადგან შიშობდა, რომ ეს ხელ შეუშლიდა სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს მეამბოხეებთან. ავღანეთის შინაგანს საქმეთა სამინისტროს საგანგებო წარმომადგენელმა სადიყ სადიყიმ განაცხადა, რომ ავღანეთის ხელისუფლება სრულად უჭერს მხარს გადაწყევტილებას და ჰაყანის ჯგუფს, „ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ორგანიზაცია“ უწოდა.
XS
SM
MD
LG