Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ბანკის განცხადებამ საფონდო ბირჟები გამოაცოცხლა


მსოფლიო საფონდო ბირჟებზე წამყვანი კომპანიების აქციებზე ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა გეგმა, რომლის თანახმადაც ბანკი შეისყიდის ევროზონის კრიზისში მყოფი ქვეყნების სამთავრობო ობლიგაციებს. საუბარია ესპანეთსა და იტალიაზე, რომელთა ბანკები განსაკუთრებით დაზარალდნენ ვალებთან დაკავშირებული კრიზისის გამო. ექსპერტების შეფასებით, ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებამ გაზრდა ნდობა იმ ინვესტორებისა, რომელიც ყველაზე უფრო სარისკო სექტორებში მოღვაწეობენ. ტოკიოს საფონდო ბირჟაზე დილას გამართულ ვაჭრობაზე ნიკეის ინდექსი 2 %-ით გაიზარდა, უფრო მეტი ზრდა დაფიქსირდა ჰონკონგისა და სამხრეთ კორეის ბირჟებზე. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კი დოუ-ჯონსის ინდექსმა ბოლო 5 წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. „ევრო სტოქს 50“- ევროზონის საფონდო ბირჟის მთავრი მაჩვენებელი კი 3.4 %-ით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG