Accessibility links

logo-print

ვლადივოსტოკში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი დაიწყო


რუსეთის საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში მუშაობა დაიწყო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტმა, რომელშიც რეგიონის სახელმწიფო მეთაურები ღებულობენ მონაწილეობას. აშშ-დან სამიტის მუშაობაში მონაწილეობას სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიღებს. უმაღლესი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ვაჭრობის გაღრმავებასა და უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება .„როგორც ამ ორგანიზაციის სრულფასოვან მონაწილეს, ჩვენ განზრახული გვაქვს აქტიურად ჩავერთოთ საერთაშორისო ვაჭრობის სამართლიან წესების ფორმირებაში. ამავე დროს აუცილებლად მიგვაჩნია შევიმუშაოთ სპეციალური ზომები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს მხარი დაუჭირონ ეკონომიკის ცალკეულ სფეროებს, რომლებიც ყველაზე მეტად მგრძნობიარე და მომწყვლელი არიან გლობალური სტაბილურობის გამოვლინებათა მიმართ.“
XS
SM
MD
LG