Accessibility links

კანადა ირანში საელჩოს ხურავს და ირანელ დიპლომატებს აძევებს


სირიისთვის ირანის მიერ სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაციის გაპროტესტების მიზნით, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ თეირანში თავისი საელჩო დახურა და კანადაში მყოფ ყველა ირანელ დიპლომატს „პერსონა ნონ გრატას“ სტატუსი მიანიჭა. გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო ამ ნაბიჯის მიზეზად იმას ასახელებს, რომ „ირანის რეჟიმი სულ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას უწევს“ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. ამასთან, სამინისტრომ ისიც აღნიშნა, რომ ირანი „უარს ამბობს დამოჩილდეს გაეროს რეზოლუციებს, რომლებიც მის ბირთვულ პროგრამას ეხება და სისტემატურად ემუქრება ისრაელის არსებობას“. განცხადებაში ირანი „მსოფლიოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე მეტად დამრღვევ ქვეყნად“ არის დახასიათებული. განცხადების თანახმად, ირანელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის ხუთი დღე აქვთ.
XS
SM
MD
LG