Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: „პირველი ოქტომბერი მტრის ბოლო გაფართხალებაა“


8 სექტემბერს ზუგდიდიდან დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობების სერია, რომელიც სულ 11 ქალაქში გაიმართება. ზუგდიდის ცენტრში მრავალათასიან მიტინგს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც პირველი ოქტომბერს „მტრის ბოლო გაფართხალება“ უწოდა. 8 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია დაახასიათა და მას „უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი“ უწოდა. „მინდა მთელმა საქართველომ დაინახოს, როგორი ერთიანი ვართ. მინდა ჩვენმა მტერმა დაინახოს, რომ საქართველო არ იყიდება და არ იცვლება ტყუილ დაპირებებზე. ჩვენ ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი მომავალია. წარსულში ვეღარავინ დაგვაბრუნებს და ვივლით მხოლოდ წინ, მხოლოდ თავისუფლებისკენ. აშენდება ახალი სამეგრელო, აშენდება ლაზიკა და აშენდება მთლიანად საქართველო. აღმშენებლობა, რომელიც დავიწყეთ ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ახლა უკვე ლაზიკაში, აუცილებლად დაგვიბრუნებს სოხუმს“, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა. მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ქვეყნის პირველ ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსთან და უმცროს ვაჟიშვილთან ნიკოლოზთან ერთად ჩავიდა.
XS
SM
MD
LG