Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გლობალური ეკონომიკური აღორძინების პირობად ვაჭრობის ზრდას მიიჩნევს


ვაჭრობის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა, რათა სწრაფად გაუმჯობესდეს გლობალური ეკონომიკის აღორძინების ნელი პროცესი, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშროლობის სამიტზე, ქალაქ ვლადივოსტოკში განაცხადა. ამასთან პუტინმა „უმნიშვნელოვანეს ამოცანად პროტექციონიზმის წინაღმდეგ ძალისხმევის გაერთიანება“ დაასახელა. რუსეთის საპორტო ქალაქში მეორე დღეა მიმდინარეობს სამიტი, რომელშიც წყნარი ოკეანის სახელმწიფოების მეთაურები, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი ღებულობს მონაწილეობას. შაბათს ჰუ ძინტაომ პირობა დადო, რომ ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს მდგრად ეკონიმიკურ განვითარებას. ეს განცხადება მოჰყვა მზარდ შეშფოთებას, რომ ჩინეთის ეკონომიკის ვარდნამ შესაძლოა შემდგომში მძიმე დარტყმა მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკის ნელი აღორძინების პროცესს.
XS
SM
MD
LG