Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ ირანთან დიმპლომატიური კავშირი გაწყვიტა


ირანმა გააკრიტიკა კანადა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა თეირანთან. კანადის თქმით ამ პოლიტიკურ ნაბიჯით ოტავამ ირანის მხრიდან სირიის რეჟიმის მიმართ გამოხატული სამხედრო მხარდაჭერის, ირანის ბირთვული პროგრამისა და ასევე ისრაელის არსებობის საწინააღმდეგოდ ირანის ლიდერების მხრიდან რეგულარულად გამოთქმული მუქარების წინააღმდეგ გამოხატა პროტესტი. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა კანადის ხელისუფლება, რომელიც ირანელი დიპლომატის სიტყვებით „სიონისტური რეჟიმის გავლენის ქვეშ იმყოფება.“ ამასთან ირანელმა დიპლომატმა დასძინა, რომ კანადა „ადექვატურ პასუხს“ გასცემს კანადის ხელისუფლებას და დახურავს საკუთარ საელჩოს კანადაში.
XS
SM
MD
LG