Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხიდან გათავისუფლებული პაკისტანელი გოგონა სამშვიდობოსაა


პაკისტანის სასამართლომ შაბათს თავდებით გაათავისუფლა ქრისტიანი გოგონა, რომელიც საპატიმროში იმყოფებოდა ღვთის გმობის დანაშაულში ბრალდებით, რასაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მოსამართლე მუჰამედ აზამ ხანმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა რიმსა მასიჰი, რომელიც ისლამაბადის ღარიბ გარეუბანში 16 აგვისტოს დააპატიმრეს ყურანის სურების შემცველი ქაღალდების დაწვი გამო. გოგონას გათავისუფლება საპროცესო გარიგებით 10,5 ათასი დოლარის ფასად მოხერხდა. იტყობინებიან, რომ ქრისტიანი გოგონა შვეულმფრენით გადაიყვანეს „უსაფრთხო ადგილას“, სადაც მას მშობლები ელოდებოდა.
პოლიციამ გასულ შაბათს დააკავა მუსლიმანი სასულიერო პირი, რომელიც ეჭვმიტანილია მტკიცებულებათა შეთითხნის გამო. სჯულის გმობა პაკისტანში ითვლება უმძიმეს დანაშაულად, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს
XS
SM
MD
LG