Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ვლადივოსტოკში ვლადიმირ პუტინს შეხვდა


ვლადივოსტოკთან ახლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ამერიკის დელეგაციას ხელმძღვანელობს. დღესვე კლინტონმა შეხვედრა გამართა რუს მინისტ სერგეი ლავროვთან. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. შეხვედრის შედეგებზე საუბრისას, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები ირანისა და სირიის წინააღმდეგ, რუსეთის ბიზნეს ინტერესებს აზარალებს. კლინტონმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ უკვე სექტემბერში აშშ-ის კონგრესმა შესაძლოა გააუქმოს ჯეკსონ-ვენიკის შესწორება, რაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ზღუდავს.
XS
SM
MD
LG