Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადივოსტოკში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული სამიტი დასრულდა


აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 21 წევრი ქვეყნის ლიდერებმა, ორდღიანი სამიტის მუშაობა შეაჯამეს. ქალაქ ვლადივოსტოკში მიმდინარე უმაღლესი დონის შეხვედრის საბოლოო განცხადებაში სამიტის მონაწილეები პირობას დებენ, რომ მიიღებენ ეკონომიკის ზრდისა და ვაჭრობის ლიბერალიზების მხარდამჭერ ზომებს, რათა წინ აღუდგნენ ევროზონის ვალების კრიზისით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ არ მიმართავენ პროტექციონიზმს რუსეთსა და აშშ-ში გვალვის შედეგად შემცირებული მარცვლოვანი კულტურების მარაგებით ვაჭრობაში, რამაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მსოფლიოში სურსათის მიწოდებაზე. აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნები აერთიანებს მსოფლიოს მოსახლეობის 44 %, მათზე მოდის მსოფლიოს სამრეწველო პროდუქციის 54 %-ი და გლობალური ვაჭრობის 44%-ი. ორგანიზაციის მომდევნო სამიტი 2013 წელს ინდონეზიაში, ბალიზე გაიმართება.
XS
SM
MD
LG