Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის საკითხში აშშ-სა და რუსეთს შორის „დიდი უთანხმოებაა“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კვირას განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე კრიზისის მოგვარების საკითხში რუსეთსა და აშშ-ს შორის „დიდი უთანხმოება“ არსებობს. შაბათს, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში კლინტონი ვლადივოსტოკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. პუტინმა საუბარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ძალიან კონსტრუქციული უწოდა. თუმცა, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს ზეწოლას რუსეთზე, რათა მან თავის მხრივ გააძლიეროს ზეწოლა სირიაზე. ამასთან კლინტონმა განაცხადა, რომ იგი „რეალისტურად“ უყურებს რუსთიდან ასეთი ზეწოლის ალბათობას. ამიტომ კრემლის მიერ საერთაშორისო პოზიციის გაუთვალისწინებლადაც, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააფართოებენ სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას, - დასძინა ჰილარი კლინტონმა. ვლადივოსტოკში, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სერგეი ლავროვმაც განაცხადა თავის მხრივ, რომ რუსეთი „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება“ სანქციების გაძლიერებას ირანისა და სირიის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG