Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მომხდარ აფეთქებათა სერიას ათობით ადამიანი ემსხვერპლა


60 კაცზე მეტი დაიღუპა კვირას ერაყის დედაქალაქ ბაღადადსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში მოწყობილი თავდასხმებისა და აფეთქებების შედეგად. თვითმკვლელმა მოიერიშემ და შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 11 ერაყელი ჯარისკაცი დახოცეს ბაღდადის ჩრდილოეთით, დუჯაილის სამხედრო ბაზაზე. 7 პოლიციელი კი ნავთობით მდიდარ კირკუკში მდებარე ნავთობკომპანიის ავტოსადგომზე მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა. ქალაქ ბასრაში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მანქანის აფეთქებას მშვიდობიანი მოქალქეები შეეწირნენ. კოორდინირებული აფეთქებების შედეგად ერაყში დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
XS
SM
MD
LG