Accessibility links

logo-print

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის


საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად 10-12 სექტემბერს აშშ-ის უწყებათშორისო დელეგაცია ჩამოვა. დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, თომას მელია უხელმძღვანელებს. როგორც აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მელია და დელეგაციის წევრები გამართავენ მთელ რიგ შეხვედრებს, რომლის დროსაც დელეგაცია სთხოვს საქართველოს მთავრობას, აღასრულოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. აგრეთვე სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან კანონი, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG